ანაკლიის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მარცხი პოლიტიკური შეფასებების თემაა
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლელოს ლიდერების პოლიტიკა სიცრუეზეა აგებული, პროექტის ჩაგდებით კი, ქართული სახელმწიფო დააზიანეს. ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა, სრულად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ითხოვდა 64 მილიონი დოლარის გადახდას, თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6 მილიონ 500 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება.