მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს
მათ ჰოლანდიელ პარტნიორს, რომელიც სახელმწიფოს 64 მილიონ დოლარს სთხოვდა, ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6 მლნ დოლარზე მეტის გადახდა თავად დააკისრა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემმა აღნიშნული პროექტის ჩაგდებით, ქართული სახელმწიფო დააზიანა და მათი პოლიტიკაც სიცრუეზეა აგებული.