„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა
„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! “. ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა. მმართველმა გუნდმა თბილისის მოქმედ მერს, კახა კალაძეს, მესამე ვადით გამოუცხადა ნდობა და დედაქალის მერობის კანდიდატად წარადგინა. კალაძის უალტერნატივობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში.