დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. რომლის მიხედვითაც, დანაშაულის მაჩვენებელი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით შემცირებულია 795 ფაქტით. ამასთან, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია და შეადგენს 66,16%-ს. 2025 წლის ორ კვარტალში ნარკოდანაშაულის ფაქტების გამოვლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის ექვს თვეში, ჯამში ნარკოდანაშაულების 3919 შემთხვევა იქნა სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით მეტია. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 263 პირი იქნა პასუხისგებაში მიცემული, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე შემცირებულია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაკლებია სქესობრივი დანაშაულები, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა ვაჭრობის ფაქტები, კიბერდანაშაული და სამოხელეო დანაშაულები. მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში გაზრდილია სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტები და სატრანსპორტო დანაშაულების რაოდენობა. თუმცა ამავდროულად, შსს ს ცნობით მომატებულია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი.
