სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ნივთებს. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა დროს მოპარული ნივთები და საკეტის გამღები ინსტრუმენტი. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.