ზუსტად 21 საათზე მმართველი პარტია კახა კალაძეს დედაქალაქის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენს და ოფიციალურად თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიასაც ხსნის
მანამდე კი ქართულ ოცნებას მოქმედი მერის საქმეების ის სტატისტიკა მოჰყავს, რომლის განხორციელებამ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, დედაქალაქი მძიმე მემკვიდრეობიდან სულ სხვა სტანდარტსა და ესთეტიკაზე გადაიყვანა
