ესპანეთში წლის ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან
ესპანეთში წლის ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 2 500 ჰექტარზე გავრცელებული ცეცხლის ჩაქრობას ასობით მეხანძრე მაშველი ცდილობს, მათ 200-მდე ჯარისკაცი ეხმარება. ესპანეთში ტყის მასშტაბური ხანძარი ჰაერის მაღალ ტემპერატურას მოჰყვა. 1 კვირაა ქვეყანაში საშუალოდ 40 გრადუსი სიცხეა.