დონალდ ტრამპის განცხადებით, ნენსი პელოსიმ, კანონმდებლისთვის უჩვეულოდ დიდი ქონება თანამდებობის ბოროტად გამოყენებით დააგროვა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის წევრმა ნენსი პელოსიმ, კანონმდებლისთვის უჩვეულოდ დიდი ქონება თანამდებობის ბოროტად გამოყენებით დააგროვა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ყოფილი სპიკერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაა საჭირო. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ნენსი პელოსი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების შესახებ შიდა ინფორმაციას საფონდო ბირჟაზე აქციების შესაძენად იყენებდა და წინასწარ ყიდულობდა იმ ინდივიდუალურ აქციებს, რომელთა ღირებულებაც შემდეგ მკვეთრად იმატებდა.
