უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეცვლის დროა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეცვლის დროა. ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ბრიუსელი ევროპას ნგრევისა და ომისკენ მიაქანებს. უნგრეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირს დღეს აღარაფერი აქვს საერთო მის თავდაპირველ ღირებულებებთან, რადგან დღეს ევროპული ბლოკი წევრი სახელმწიფოების შიდა საქმეებში ერევა. უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელის გეგმა- დაამარცხოს რუსეთი ფრონტის ხაზზე და შედეგად რუსეთის ხელისუფლების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, სრული სიგიჟეა. ორბანი ომში უკრაინის გამარჯვებას არა რეალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ერთადერთი გამოსავალი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაა.