უკრაინის ქალაქებში ანტიკორუფცლიული ორგანოების დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა
უკრაინის ქალაქებში ანტიკორუფცლიული ორგანოების დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა. კიევში, ლვოვში, დნიპროსა და ოდესაში ათასობით ადამიანმა უკრაინის რადას ანტიკორუფციული სტრუქტურების შეზღუდვის შესახებ კანონის გაუქმება და ახალი კანონის მიღება მოითხოვა. დღეს უკრაინის პარლამენტი დასავლეთის რეკომენდაციით შექმნილი ანტიკორუფციული ორგანოების შესახებ კანონონპროექტს განიხილავს. ახალი კანონპროექტი რადაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ მას შემდეგ შეიტანა, რაც ანტიკორუფციული ორგანოების მთავრობის დაქვემდებარებაში მოქცევას დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.