დღეს რეინჯერთა მსოფლიო დღეა
დღეს რეინჯერთა მსოფლიო დღეა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში რეინჯერთა დღე მასშტაბურად, ოთხ სხვადასხვა ადგილას აღინიშნა - ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, კოლხეთისა და ალგეთის ეროვნულ პარკებსა და სათაფლიაში. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. ტრადიციულად, დაცული ტერიტორიების 25-ვე ადმინისტრაციაში „წლის რეინჯერი“ გამოვლინდა, რომლებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერების ხსოვნას.