წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8 თვით გაწვეულმა მოქალაქეებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8 თვით გაწვეულმა მოქალაქეებმა ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო ფიცი დადეს. ცენტრის მეთაურმა, ახალწვეულებს ფიცის დადება მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული სამსახური უსურვა. ღონისძიებას ახალწვეულების ოჯახის წევრები და ახლობლებიც დაესწრნენ. ფიცის დადებამდე წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური პროგრამა გაიარეს, სადაც სხვადასხვა სამხედრო დისციპლინა შეისწავლეს და ჯარისკაცის მოვალეობებს გაეცნენ. დღეიდან ახალწვეულები წვრთნისა და სამხედრო განათლების, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაივლიან.