თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაში დაძაბულობის ტემპერატურა იმატებს
თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაში დაძაბულობის ტემპერატურა იმატებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმანეთს უკვე ღიად უპირისპირდებიან და საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ. „ნაციონალური მოძრაობაში“ კი ამავე პარტიის წევრები ლევან ხაბეიშვილს ბრძოლის სტრატეგიას უწუნებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები ირჩევენ არა დემოკრატიას, არამედ სურთ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.