იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა სრულად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. უწყების ცნობით, დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ითხოვდა 64 მილიონი დოლარის გადახდას, თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6 მილიონ 500 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება. ცნობისთვის, ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის კონსორციუმმა სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟშიც წააგო.