დღეს საქართველოს სამი საფეხბურთო კლუბი უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს
დღეს საქართველოს სამი საფეხბურთო კლუბი უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს. ქუთაისში „ტორპედო“ კვიპროსის „ომონიას“ უმასპინძლებს, რომელთანაც ერთი კვირის წინ 0-1 დამარცხდა. გორში „დილის“ მეტოქე კი ლატვიის „რიგა“ იქნება და ამ გუნდებს შორის პირველი რაუნდი მეტოქემ 2-1 მოიგო. რაც შეეხება საქართველოს თასის მფლობელს, „სპაერის“ მეტოქე „მიხეილ მესხი 2-ზე“ ვენის „აუსტრია“ იქნება. ავსტრიელებს პირველი მატჩი 2-0 აქვთ მოგებული. „დილა“ – „რიგა“ და „სპაერი“ – „აუსტრია“ 20:00 საათზე დაიწყება, „ტორპედო“ – „ომონია“ კი სტარტს 21:00 საათზე აიღებს.
