პორტუგალიასა და ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან
პორტუგალიასა და ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ოპერაციაში ათობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული. გამთენიისას რამდენიმე კერის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის სრულ ლიკვიდაციას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ცეცხლის გავრცელებას გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი და ქარი უწყობს ხელს. რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.