პალესტინის აღიარებისთვის ემზადება მალტა
პალესტინის აღიარებისთვის ემზადება მალტაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ აბელას თქმით, ოფიციალურ განცხადებას ის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთებს. სააგენტო „როიტერის” ინფორმაციით, მალტის მთავრობა მნიშვნელოვან წნეხს განიცდიდა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მოთხოვნით. ივლისის შუა რიცხვებში მემარჯვენე ცენტრისტულმა ოპოზიციამ პალესტინის სახელმწიფოს დაუყოვნებლივ აღიარება მოითხოვა.
