სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს„ დაიდგა
სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს„ დაიდგა. საპრემიერო წარმოდგენა აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რეჟისორმა ბაჩო გაბრუაშვილმა დადგა და მასში განსაკუთრებული საჭიროების მქონე 20-მდე მსახიობი მონაწილეობს.