ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს
ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 2006 წელს დაბადებულ გოგონას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი იმავე დღეს დაადგინეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
