გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში სასწავლო კურსი დასრულდა
რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად დაესწრო. გადამზადების კურსში ჩართულნი იყვნენ აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, კურსის მიზანია თავდაცვითი უნარ-ჩვევებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება