შალვა პაპუაშვილი ჟენევაში პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.
პირველმა კანონმდებელმა ისაუბრა დემოკრატიაზე და განაცხადა, რომ უცხოური დახმარებისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიპულირების გზით, დემოკრატიის არსი დაშორდა თავის თავდაპირველ განმარტებას. შალვა პაპუაშვილი ასევე მონაწილეობდა პანელურ დისკუსიებში, სადაც მთავარი აქცენტი მშვიდობაზე, სუვერენიტეტის გაძლიერებასა და განვითარებაზე გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის ფარგელბში არა ერთი ორმხრივი შეხვედრაც გამართა.
