ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ დეზინფორმაციის გამავრცელებლების მიზანი ბიძინა ივანიშვილის და ბანკი ქართუს დისკრედიტაციაა.
მმართველი გუნდის შეფასებით, ტვ პირველმა იცის, რომ ბანკი ქართუ ფონდ ქართუს საკუთრებაა, მიუხედავად ამისა, სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, ტელევიზია მიზანმიმართულად ცდილობს ფინანსური ინსტიტუტის იმიჯის შელახვას.