ბანკი „ქართუ“ „ტვ პირველს“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
საქმე ეხება ინფორმაციას, რომელიც ოპოზიციურმა არხმა ფაქტების გარეშე გააშუქა. ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი „ქრონიკასთან“ ამბობს, რომ ტელევიზიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ბანკის გამოყენებას ქონების გადასამალად ცდილობს და თითქოს ბანკი ყველაზე გაუმჭვირვალე ინსტიტუტია დღეს საქართველოში