„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს
მერობის კანდიდატის წარდგენის ოფიციალური ცერემონია ხვალ გაიმართება. პირველი შეფასებები უკვე კეთდება მმართველ გუნდში. აცხადებენ, რომ კახა კალაძე უალტერნატივო კანდიდატია. სახელისუფლებო გუნდი საუბრობს კალაძის მიერ განხორციელებულ არა ერთ მნიშვნელოვან პროექტზე.