დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. 2 კილოგრამამდე ნივთიერება რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს შეიცავს, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების დროს საკონდიტრო პროდუქტის შეფუთვებში აღმოაჩინეს.