სასაზღვრო პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე. გამოძიების ცნობით ბრალდებულებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით საქართველოდან თურქეთში მიგრანტის სატვირთო ავტომანქანით ფარულად გადაყვანის მომზადებას ჯგუფურად გაუწიეს ორგანიზება, რის სანაცვლოდაც მათ დიდი ოდენობით თანხა აიღეს.
