კვლევა - დემოკრატია ევროპაში
ევროკავშირის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი არ იცნობს ისეთ ევროპელ მაღალჩინოსნებს, როგორებიც არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ან საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. ყველაზე ნაკლებად პოპულარული და ევროპელებისთვის თითქმის უცნობი პოლიტიკური ფიგურა კი ანდრიუს კუბილიუსია. ეს მონაცემები საერთაშორისო ევროპული მოძრაობის ახლად გამოქვეყნებულ კვლევით ანგარიშშია მოცემული. ევროკავშირის 7 უდიდეს ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ ევროპელები დემოკრატიით იმედგაცრუებული არიან და ყოველდღიურ ცხოვრებაში ევროკავშირში წევრობის დადებით გავლენას ნაკლებად ხედავენ.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები