გასტრონომიული ფესტივალი
ქართულ კულინარიას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გასტრონომიულ ფესტივალზე გაეცნენ. „ნეიშენელ ჯეოგრაფიკ თრეველერ ფუდ ფესტივალი“ ლონდონში გაიმართა. შედგა ქართული ღვინის პრეზენტაცია-დგუსტაციაც. ფესტივალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო მონაწილეობდნენ. გასტროფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ათასზე მეტი სტუმარი დაესწრო.
სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
