კორუფციის საქმე - პატიმრობა
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. გამოძიება ბრალდებულებს წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას და გაფლანგვაში დახმარებას ედავება.
სიუჟეტის ავტორი: დიტო ყირიმლიშვილი-16-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
