ოპოზიცია ელისაშვილის იმედად
„ლელო“ და გახარის პარტია ალეკო ელისაშვილის იმედად. ოპოზიციის ამ ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი სწორედ ელისაშვილი იქნება. ამ ორ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ მათ რჩეულს სოლიდური მხარდაჭერა ექნება. ასე არ ფიქრობს ის ოპოზიცია, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებს კი ელისაშვილის კანდიდატურის შესაძლო დასახელება იუმორის ხასიათზე აყენებს.
სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
