ოპოზიცია თვითგანადგურების რეჟიმში
რას გვეუბნება „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევა ოპოზიციის მდგომარეობაზე? თუ მათ შესაძლებლობებს ციფრებით გამოვსახავთ, დავინახავთ, რომ ერთ დროს მთავარი ოპოზიციური ძალის, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი კატასტროფულად იკლებს და მას ბარიერგადალახული პარტიებიდან ყველა უსწრებს. ანუ იმ პოლიტიკური აქტორების რეიტინგი, რომლებიც თვითმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობენ, მკვეთრად შემცირებულია. მმართველი გუნდისთვის „გორბის“ კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზიზღის, შუღლის ჩამოგდების კამპანიები, რომლებიც გარედანაა მართული და დაფინანსებული, საქართველოში არ ამართლებს.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები