მესამე დღეა ღაზის სექტორში მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას საჰაერო გზით აწვდიან
მესამე დღეა ღაზის სექტორში მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას საჰაერო გზით აწვდიან. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის იორდანიამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, საკვები პროდუქტი ანკლავში თვითმფრინავებიდან პარაშუტების მეშვეობით ჩაყარეს. ისრაელმა ეგვიპტის საზღვარზე მოქმედი ბლოკადა შეამსუბუქა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება სატვირთო ავტომობილებითაც შეაქვთ. თუმცა, გაეროს სურსათის სააგენტო აცხადებს, რომ ისრაელის ძალისხმევის მიუხედავად, ღაზაში მოსახლეობისთვის აუცილებელი დახმარების მხოლოდ ნახევარი აღწევს.