გაეროში მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
პალესტინის საკითხის მშვიდობიანი მოგვარებისა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გამოსავლის განხორციელების მიზნით, გაეროში მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებას საფრანგეთი და საუდის არაბეთი თავმჯდომარეობენ. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ახლა პრობლემის გადაჭრისთვის გარდამტეხი მომენტია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გააძლიერებს იმ პალესტინელებს, რომელთაც ძალადობა არ აურჩევიათ.
