კრემლი დონალდ ტრამპის ახალ ულტიმატუმს გამოეხმაურა
კრემლი დონალდ ტრამპის ახალ ულტიმატუმს გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განმარტა, რომ მხედველობაში მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება 50-დღიანი ულტიმატუმის 10 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით. დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ ინარჩუნებს ძალისხმევას, მშვიდობიანი გზით გადაიჭრას კონფლიქტი. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა ამჟამად შენელებულია, თუმცა მოსკოვი მეტ დინამიკას და ვაშინგტონის მხრიდან მეტი იმპულსის დანახვას ისურვებდა.
