ანტიკორუფციული ორგანოების შეზღუდვის გამო უკრაინაში გამართულმა საპროტესტო აქციებმა ვოლოდიმირ ზელენსკი შეაშფოთა
ანტიკორუფციული ორგანოების შეზღუდვის გამო უკრაინაში გამართულმა საპროტესტო აქციებმა ვოლოდიმირ ზელენსკი შეაშფოთა. გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა პანიკაშია, რადგან სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ზელენკი, არჩევნებში მყარი გამარჯვების მოსაპოვებლად არასაკმარისად პოპულარული მმართველია. უკრაინის საზოგადოების მოთხოვნა კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანაა. ანტიკორუფციული ორგანოების შეზღუდვამ კი უკრაინაში მთავრობის მიმართ ნდობა შეარყია.