ევროკავშირმა უკრაინას ფინანსური დახმარება შეუჩერა
ევროკავშირმა უკრაინას ფინანსური დახმარება შეუჩერა. უკრაინული გამოცემა წერს, რომ მიზეზი ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვის შესახებ კანონის მიღებაა. გამოცემის ცნობით, საქმე 60 მილიარდ დოლარს ეხება. ბრიუსელი დახმარების აღსადგენად უკრაინისგან ვითარების გამოსწორებას ითხოვს. მედიის ცნობით, ევროპელ ჩინოსნებს იმედი არ აქვთ, რომ 31 ივლისს უკრაინის რადა, ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, ზელენსკის მიერ შეთავაზებულ კანონს დაამტკიცებს.
