განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული კოლეჯის ახლად აშენებული სასწავლო კორპუსი გახსნა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული კოლეჯის ახლად აშენებული სასწავლო კორპუსი გახსნა. გივი მიქანაძემ აჭარის განათლების მინისტრთან ერთად განახლებული სასწავლო სივრცე დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. შეხვედრა გაიმართა კოლეჯის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. ახალი სასწავლო კორპუსი 90 სტუდენტისთვისაა გათვალისწინებული. კოლეჯი სრულად აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ინვენტარით. კოლეჯი „ახალი ტალღა“ წარმოადგენს მრავალპროფილურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც 36 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას უძღვება.
