არსებული ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება
არსებული ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება. „ლელო“ და გახარიას პარტია ელისაშვილის კანდიდატურას უახლოეს დღეებში წარადგენენ. ხაზარაძის პარტიაში ელისაშვილის კანდიდატობას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. მმართველ გუნდში კი ელისაშვილის მიერ ხაზარაძის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს იხსნებენ.
