ოპოზიციის შეტევის სამიზნე ისევ სამართალდამცველები გახდნენ
ოპოზიციის შეტევის სამიზნე ისევ სამართალდამცველები გახდნენ. პოლიციელების შეურაცხყოფა ამჯერად პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სცადა. ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ პოლიციელები გარეგნულადაც კატასტროფულად გამოიყურებიან. სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა არ უკვირთ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები გარე ძალების დავალების შესაბამისად მოქმედებენ.