„ნაციონალურ მოძრაობას“ წარსული და პარტიის რუსული პოლიტიკა კიდევ ერთხელ შეახსენეს მმართველი გუნდიდან
ყველა, ვინც ოპოზიციის იდეოლოგიას არ იზიარებს, რუსია და ყველაფერი რაც ოპოზიციის ინტერესში არ შედის- რუსული - ასეთ ტაქტიკას მიმართავენ ოპოზიციურ ველზე და ადამიანების დისკრედიტაციას ცდილობენ. მათი განცხადებები დაცლილია მტკიცებულებებისგან და არგუმენტებისგან - ასე იყო დღესაც. „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსული და პარტიის რუსული პოლიტიკა კიდევ ერთხელ შეახსენეს მმართველი გუნდიდან.