გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებმა სამაშველო ოპერაციიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გეკა გელაძემ და მიხეილ სარჯველაძემ მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, მეხანძრე-მაშველები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები. ტრაგიკული შემთხვევა 2022 წელს მოხდა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.
