შვეიცარიაში მსოფლიო საპარლამენტო კავშირის სპიკერების კონფერენცია მიმდინარეობს
შვეიცარიაში მსოფლიო საპარლამენტო კავშირის სპიკერების კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა, შალვა პაპუაშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან.