თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსსა და იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის ნათესავს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსსა და იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის ნათესავს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. გამოძიება გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ვასილ მხეიძეს წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას და გაფლანგვაში დახმარებას ედავება.