პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ "რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ იარლიყ "რუსულის" მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ. ამ სტატუსის ქვეშ შალვა პაპუაშვილი რეპერ ზაზა ნოზაძის სიმღერას აზიარებს და აღნიშნავს: სად იყო ეროვნული დაზვერვა, როდესაც წლების წინ, ეს კონსპირაცია ზაზა ნოზაძის "ლიბერალმა ზაზებმა" ამხილეს.
