ვინ ვინ არის - ფინალი
დღეს „იმედის“ მაყურებელს ყველაზე საიდუმლო საგამოძიებო მუსიკალური შოუს ფინალი ელის. მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის დასკვნით ეპიზოდში, გამარჯვებისთვის ფარაონი, პანტერა, მედუზა და კენგურუ იბრძოლებენ. გრანდიოზულ საფინალო სანახაობას საპატიო სტუმრები, პროექტის განვლილი სეზონების მონაწილეებიც დაესწრებიან. მეგაშოუში, რომელმაც ყველა სატელევიზიო რეიტინგი მოხსნა, მაყურებელს ფინალისტების უპრეცედენტო დუელების სახით სიურპრიზები ელის. „იმედის“ სატელევიზიო სეზონის კულმინაცია, „ვინ ვინ არის“ ფინალი 22:00 საათზე დაიწყება.