სოციოლოგიური კვლევა - ოპოზიციის სპეკულაცია
ქვეყნის ინტერესები უპირველეს ყოვლისა - „გორბის“ კვლევა, რომელიც მმართველი ძალის უპირატესობებს ყველა მიმართულებით ადასტურებს. გამოკითხვამ ისიც აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაზრდილია, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა კარგად, ან ძალიან კარგად აფასებს მთავრობის მეთაურის საქმიანობას. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციას შედეგები არ მოსწონს. საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“, საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩაატარა. საველე სამუშაოები 22 ივნისისა და 5 ივლისის პერიოდში შესრულდა. სულ გამოიკითხა 2 300 ზრდასრული მოქალაქე. ცდომილების ზღვარი პლიუს - მინუს 3%. კიდევ რა აჩვენა „გორბის“ კვლევამ?

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები