რუსეთი უკრაინაში ომის დასასრულებლად მოთხოვნებს არ ცვლის
რუსეთი უკრაინაში ომის დასასრულებლად მოთხოვნებს არ ცვლის. ნატოში უკრაინის არანაირი ჩართვა და ნატოს არანაირი გაფართოება - ამ მოთხოვნებს ომის დასასრულებლად უალტერნატივო უწოდა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. რუსეთი დასავლეთისგან უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვის კონტროლის აღიარებას ითხოვს. სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ისტორიაში პირველად, რუსეთი მარტო იბრძვის მთელი დასავლეთის წინააღმდეგ და მას ბრძოლის ველზე მოკავშირე არ ჰყავს.
