დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ულტიმატუმის ვადის შემცირებით დაემუქრა
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ულტიმატუმის ვადის შემცირებით დაემუქრა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გაერთიანებულ სამეფოში, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტით იმედგაცრუებულია, რადგან ის უკრაინის დიდ ქალაქებს ბომბავს. დონალდ ტრამპის თქმით, იგი ხვდება თუ რით დასრულდება 50-დღიანი ულტიმატუმი, ამიტომ შესაძლოა ეს ვადა დააჩქაროს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი ამ პერიოდში უკრიანის სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევს, რუსეთს უმკაცრეს ტარიფებს დაუწესებს.
