საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის მიღწეულ შეთანხმებას ევროკავშირისთვის შავი დღე უწოდა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის მიღწეულ შეთანხმებას ევროკავშირისთვის შავი დღე უწოდა. საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ შეთანხმებით, ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს დაემორჩილა. სავაჭრო შეთანხმება არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ევროპის კაპიტულაციად შეაფასა.
