ხაბეიშვილის აღიარება
მმართველი გუნდისთვის ლევან ხაბეიშვილის განცხადება აღიარებაა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრთან კავშირი ჰქონდა. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით, ლევან ხაბეიშვილმა დაადასტურა პრემიერ-მინისტრის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული განცხადება. ხაბეიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილს მოლაპარაკებას სთავაზობს. ახსენებს ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს და ეუბნება, რომ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც კობახიძე-მდინარაძის მიღმა მათ დაელაპარაკება. ვის გულისხმობს ამ საკითხთან დაკავშირებით მას განმარტება არ გაუკეთებია. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან რომ ხაბეიშვილი ამ განცხადებებით თავის წარმოჩენას და საჭირო ინფორმაციის გადაფარვას ცდილობს.
